23:18 - 02 Jul, 2026
|
2025-03-18 09:25:04, 957 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველი ზარს პრეზიდენტ პუტინთან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესათანხმებელი რჩება. „ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას ორივე მხრიდან 2500 ჯარისკაცის სიკვდილი მოაქვს და ის ახლავე უნდა დასრულდეს. ძალიან მოუთმენლად ველი ზარს პრეზიდენტ პუტინთან“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში. შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)