|
2016-03-11 17:17:26, 632 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 10 მისამართზე დასრულდა
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სავალი ნაწილის, იტალიური ეზოებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია 10 მისამართზე დასრულდა და აღნიშნულ ადგილებზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სახის სამუშაო განხორციელდა. „მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ახმეტელის ქუჩასა და დიღმის მასივის მე-5 კვარტლის, მე-6 კორპუსის ტერიტორიაზე. ახმეტელის ქუჩაზე 3000 მ2 ფართობზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, მთლიანად შეიცვლება ტროტუარი და ბორდიურები. ორივე ობიექტზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესი ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)