|
2025-03-17 14:01:36, 535 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - უკრაინისთვის უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი
ნებისმიერ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც წითელი ხაზია და განხილვას არ ექვემდებარება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „არის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. პირველი არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეორე, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინელი ხალხის არჩევანს, უკრაინის არჩევანს ამა თუ იმ გაერთიანებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იქნება ეს ევროკავშირი, თუ ნატო“, - განმარტა სიბიგამ. მისი თქმით, მესამე საკითხი, რომელიც არ განიხილება, არის არმიის თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების შეზღუდვა, რაზეც უკრაინა არ დათანხმდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის ამ ფუნდამენტური საკითხების შესახებ. „რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ეს ყველაფერი ყოვლისმომცველი მშვიდობის ელემენტებია. შეგახსენებთ, რომ ის ასევე გაწერილია ჩვენს „მშვიდობის ფორმულაში“ და ასახავს იმ მიდგომებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე. ფუნდამენტური საკითხი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის „არაფერი უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, „არაფერი ევროპის შესახებ ევროპის გარეშე“, - აღნიშნა სიბიგამ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)