|
2025-03-15 15:12:28, 745 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - ელჩები რეჟიმების წარმომადგენლებთან მართავენ ხოლმე შეხვედრებს, მთავარია, რა მოთხოვნები იყო წაყენებული
მნიშვნელობა არ აქვს რეჟიმი ლეგიტიმურია, თუ არალეგიტიმური, რამდენადაა პარტნიორულ ურთიერთობაში ან დაპირისპირებული შეერთებულ შტატებთან, ელჩები მართავენ ხოლმე შეხვედრებს რეჟიმების წარმომადგენლებთან, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ გახლავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანია, რა მოთხოვნები იყო წაყენებული, რომ შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს და ქვეყანაში შეჩერებული დასავლური ინტეგრაციის და ურთიერთობის პროცესი განახლდეს. „გასაგებია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ სტანდარტული, პროტოკოლური შეხვედრა არის მისთვის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დიპლომატიურ პრაქტიკასთან, როდესაც ნებისმიერ რეჟიმის წარმომადგენელს, მათ შორის არალეგიტიმური, თუ ავტორიტარული, ხვდებიან ელჩები. რაც შეეხება რომელიმე ხელისუფლების აღიარების რეალურ პროცესს, ეს იმის შემდგომ მოხდება, რაც დასავლეთი განაცხადებს, რომ კრიზისი განმუხტულია, რაღაც შეთანხმება მიღწეულია, რის შემდეგაც, როგორც ამერიკასთან აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა, ისე ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი თქმით, შეხვედრაზე როდესაც მიდის საუბარი, ეს ძალიან ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. „ყველაზე ავტორიტარულ ქვეყნებშიც ხვდებიან ელჩებიც, თუნდაც ე.წ. სამინისტროების წარმომადგენლებს. ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია არის ის კამპანია, რომელსაც ივანიშვილი აწარმოებს ბოლო წლების მანძილზე, მათ შორის ამერიკის მიმართ, როდესაც აშშ-ს უწოდებენ გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყანას, გლობალური შეთქმულების მთავარ აქტორად და მსოფლიოში მშვიდობის მთავარ მტრად“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)