02:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 10:52:02, 837 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სარდლობა - საჰაერო დარტყმის შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი ლიკვიდირებულია

საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგით მეორე ლიდერი, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

„13 მარტს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა, ერაყის სადაზვერვო და უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით, ერაყის პროვინცია ალ ანბარში ზუსტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) რიგით მეორე ლიდერი და გლობალური ოპერაციების მეთაური, აბდალა მაკი მუსლი ალ-რიფაი, მეტსახელად „აბუ ხადიჯა“ დაიღუპა“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„დღეს ერაყში ISIS-ის გაქცეული ლიდერი მოკლეს. ჩვენი მამაცი მებრძოლები მასზე განუწყვეტლივ ნადირობდნენ. მისი უბედური ცხოვრება, ISIS-ის კიდევ ერთ წევრთან ერთად, ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან კოორდინაციით დასრულდა. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics