23:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 18:47:27, 577 ნახვა

პოლიტიკა
გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოში უწყვეტი პროტესტის 107-ე დღეა - გორში, საკრებულოს წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც "ქართული ოცნების" პოლიტიკას ემიჯნებიან.

პროტესტანტები ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ძალაუფლება არჩევნების გაყალბებით შეინარჩუნა, სწორედ ამიტომ მოქალაქეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მოთხოვნათა შორის არის საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებაც, რადგან გორის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სინდისის პატიმრები ოთხ კედელში უკანონოდ გამოკეტა. 

პუტინის და რუსეთის საქმეს დღეს ე.წ. ხელისუფლება აკეთებს, რომელიც გაყალბების გზით მოვიდა უკვე მეოთხედ. ყველაფერს ცდილობს, რომ რუსეთისკენ წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა. მისი ქმედებები არის აქეთკენ მიმართული, პუტინის არგაღიზიანების პოლიტიკისკენ. ამიტომ არის, რომ აშშ-მა პარტნიორობა გაწყვიტა საქართველოსთან. მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპულ რელსებზე დავაბრუნოთ". - განაცხადა მოქალაქემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics