04:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-14 14:56:37, 510 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს სტივ უიტფოკის საშუალებით ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა

ვლადიმერ პუტინმა გუშინ გვიან საღამოს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტფოკი მიიღო და მისი მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მან გაახმოვანა კითხვები, რომლებსაც პასუხი ერთობლივად უნდა გაეცეს.

„გუშინ მოისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას მან თქვა, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, მაგრამ გააჟღერა რამდენიმე კითხვა, რომლებსაც ერთობლივად უნდა გაეცეს პასუხი. ამიტომ, დიახ, მართლაც, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა ბატონი ტრამპის პოზიციის მიმართ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, რუსეთს და შეერთებულ შტატებს ესმით, რომ ორივე ქვეყნის ლიდერებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი აუცილებელია.

„ორივე მხარეს აქვს გაგება, რომ ასეთი საუბარი აუცილებელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics