|
2025-03-14 14:19:46, 508 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - ბაქო, „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებს სომხეთის სუვერენული ტერიტორიას, ჩვენთვის ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
ბაქო, „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის 60-70 პროცენტს, ჩვენთვის ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე „დასავლეთ აზერბაიჯანი“ არ არსებობს და თუ ვინმეს სურვილი აქვს იპოვოს დასავლეთ აზერბაიჯანი, ეს არის: ყაზახის, აღსტაფის, კელბაჯარის, ლაჩინის, ზანგილანის და გუბადლის რაიონები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი ამ საკითხს ტერიტორიული პრეტენზიებისთვის იყენებს. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, დისკურსი სახელწოდებით „ზანგეზურის დერეფანი“ სომხეთისთვის მიუღებელია იმავე მიზეზით, რადგან ის ასევე შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. „თუ ვსაუბრობთ ტრანსპორტსა და ეკონომიკურ კომუნიკაციებზე, მაშინ ჩვენ ღია ვართ და ვამბობთ, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ, როგორც უკვე ვთქვი, განვბლოკოთ რეგიონული, სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციები ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და ორმხრივობის პირობებში. და იმის გაცნობიერებით, რომ არის სირთულეები, ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ გარკვეული გამარტივებისთვის, რათა ეს რეალობად იქცეს და გავაკეთეთ კონკრეტული წინადადება სარკინიგზო მომსახურების აღდგენის შესახებ, ველოდებით პასუხს აზერბაიჯანისგან. დღეს მე ვამბობ, რომ ჩვენ მივიღეთ წინადადება, რომელიც წყვეტს სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვას დასავლეთ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში სომხეთის ტერიტორიით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)