05:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 19:24:10, 632 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეხვედრას გამართავს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14 მარტს პეკინში გაიმართება ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა ირანის "ბირთვულ საკითხზე". რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები, სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან.

12 მარტის რეგულარულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის შეხვედრას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაო ჩჟაოსუ უხელმძღვანელებს.

იმავე დღეს ნიუ-იორკში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართება, რომელიც ირანის ურანის მორაგების ზრდას შეეხება.

 7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს სავარაუდოდ, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"[წერილში] ვთქვი, იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებთ, რადგან ეს ირანისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. მგონია, რომ მათ ამ წერილის მიღება სურთ. მეორე ალტერნატივა ისაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ, რადგან კიდევ ერთი ბირთვული იარაღის [გაჩენის] უფლება არ უნდა მივცეთ“ - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარებაორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით და შეთანხმების მიღწევით. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics