|
2016-03-11 11:36:18, 564 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი: ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა თავისი აზრი ხმამაღლა გამოხატოს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სტუდენტმა თავისი აზრი ხმამაღლა გამოხატოს. წულუკიანის შეფასებით, მთავარია ეს აზრი გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ მოსმენილი იყოს და რექტორი სტუდენტებს ხვდება კიდეც. აქედან გამომდინარე, იუსტიციის მინისტრი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ჯანსაღ პროცესს უწოდებს. „მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი მოსმენილია თავად რექტორის მიერ და სწორედ ესეც არის ხოლმე, განსაკუთრებით ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოისმინონ მათ ვინც იღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე ეს უფრო ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ და მჯერა სტუდენტები და რექტორი, რომელიც არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას გამოსავალს მალე იპოვნიან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)