|
2016-03-11 10:33:23, 597 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში უწყებებს შორის ფსიქოლოგიის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, იუსტიციის სასწავლო ცენტრს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ფსიქოლოგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან იზორია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ. „მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის ფსიქოლოგიის სფეროში არსებული მიღწევების გაზიარება, სამომავლო სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ერთობლივად განხორციელება, ამ მიმართულებით ურთიერთობის განვითარება და განმტკიცება. მემორანდუმის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ: სამუშაო ჯგუფის შექმნას; ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; არსებულ, მიმდინარე პროექტებში ჩართვასა და დახმარების გაწევას; საინფორმაციო და კვლევითი რესურსების ურთიერთგაზიარებას, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების შედეგების ბაზის შექმნასა და განახლებას“, - აცხადებენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)