08:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-08 12:18:00, 780 ნახვა

მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქციები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.

საპროტესტო აქციებზე რობერტ ფიცოს მისამართით შეძახილები, „სირცხვილია“ და „მოღალატე“, ისმოდა.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სლოვაკეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფიცოს გადადგომის მოთხოვნით არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics