|
2016-03-10 18:34:44, 629 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთმანეთს სტუდენტები და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში მისულმა სტუდენტებმა სხდომაზე სენტაის სხდომაზე დასწრება ითხოვეს. დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. უკვე საათნახევარია, რაც სტუდენტებს პარალიზებული აქვთ დარბაზის კარი, სადაც სენატის სხდომა უნდა გამართულიყო. სტუდენტების განცხადებით, ისინი არ აპირებენ სენატის წევრების დარბაზში შეშვებას. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. სტუდენტების განცხადებით მათ სურთ კონსტრუქციული საუბარი. „არ გვიშვებენ როდესაც გვსურს კონსტრუქციული საუბარი. ჩვენზე ხორციელდება ძალადობა, დაცვას მოვუწოდებ თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი მხარე,“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)