11:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 16:49:29, 561 ნახვა

მსოფლიო
თბილისიდან გამოქვეყნებული პოსტების გამო რუსეთის ФСБ-მ ეკატერინბურგის მკვიდრი დააკავა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური განცხადებას ავრცელებს საქართველოდან სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გამოქვეყნებული პოსტების ავტორის, 24 წლის ეკატერინბურგელი მარკუს მურას დაკავების შესახებ.

რუსეთის ФСБ ირწმუნება, რომ დაკავებული თავის გვერდზე, მეტსახელით მარკუს ტოკსიჩესკინი „მოუწოდებდა მოლოტოვის კოქტეილებით სამხედრო კომისარიატებისა და სამხედრო ნაწილების დაწვისკენ“. მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ტერორიზმის გამართლების მუხლით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილით), იუწყება „მედიაზონა“.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ გამოაქვეყნა მარკუს მურას ვიდეო, რომელშიც ის ბოდიშს იხდის, ჩანაწერში ის ამბობს: „საქართველოში, ქალაქ თბილისში ყოფნისას, გამოვაქვეყნე პოსტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო კაბინეტების დაწვის მოწოდებით, რასაც ვნანობ და ვიღებ პასუხისმგებლობას, მომავალში მსგავსი რამ არ დავუშვა“.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ „დაკავებული სისტემატურად მოიხმარდა ნარკოტიკებს და ფსიქოტროპულ საშუალებებს, ნასამართლევია მათი შენახვისთვის“ და „საპროტესტო აქციებზე მხარს უჭერდა ეკატერინბურგის ყოფილ მერს ევგენი როიზმანს“.

როდის და სად დააკავეს მური, როდისაა გადაღებული ვიდეო, დაუზუსტებელია. ამასთან, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ მისი გვერდის დაბლოკვის გადაწყვეტილება შარშან 28 აგვისტოს მიიღო, ბოლოს პოსტი 2023 წლის დეკემბერშია გამოქვეყნებული და წერია, რომ უკვე 15 თვეა ეკატერინბურგში არ ცხოვრობს, სამხედრო კომისარიატების შესახებ პოსტი მის გვერდზე არ იძებნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics