20:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 14:52:31, 639 ნახვა

სამართალი
ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელს ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

მზია ამაღლობელს ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე. მისივე თქმით, როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე - სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები.

„გუშინ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვეს. მოსამართლემ დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო 17 პირი, 18 ვიდეო მტკიცებულება, 13 დათვალიერების ოქმი და 14 წერილობითი მტკიცებულება.

აღნიშნული ქმედებით სასამართლომ მზია ამაღლობელი დატოვა დაცვის უფლების განხორციელების გარეშე და პროცედურულადაც კი არ უზრუნველყო მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

მზიას ასევე ედავებიან, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, ეს საქმე ხვალ, 15:00 საათზე განიხილება. საქმე დაფუძნებულია გაყალბებულ ოქმებზე - როგორც ადმინისტრაციული დაკავების, ასევე - სამართალდარღვევის ოქმებში წერია ტყუილები. დაკავების ოქმი გასაჩივრებულიც გვაქვს შსს-ში და გუშინ მივიღეთ პასუხი, რომლითაც დგინდება, რომ ჩვენი საჩივარი თურმე ისევ იმას დააწერეს, ვის წინააღმდეგაც ვდაობთ”,-წერს ქურდოვანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics