|
2016-03-10 14:05:25, 433 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: პრობლემა ჩვენშია - პოლიტიკოსებში
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემა პოლიტიკოსებშია. ის ფიქრობს, რომ ეს პრობლემა ძალიან ნათლად გამოჩნდა არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ ყველა სფეროში. როგორც უსუფაშვილმა კონფერენციაზე „სასკოლო განათლება-საქართველოს მომავალზე“ ისაუბრა, აღიარებული უნდა იყოს, რომ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ქვეყანამ განათლების საკითხებში ბევრ რამეს ვერ მოაბა თავი. „ჩვენი ამოცანაა, ყველა ადამიანი განათლებული გვყავდეს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამ სფეროში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს. ძალიან დიდია ზღვარი კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა, ეს დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ინდივიდუალურად გზის გაკვალვას ყოველთვის ახერხებენ, ჩვენ კი, ერზე და მთელ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ამ პრობლემის სიღრმეში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ის ისმის, რომ ამ სფეროში არსებული პრობლემები იმის ბრალია, რომ ჩვენ სათანადო პოტენციალი არ გვაქვს პედაგოგების, ან დაფინანსებაა ნაკლები. პრობლემის სათავის მოძიება სხვადასხვა მხარესაა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)