07:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 10:04:58, 629 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, რომ საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, ასევე მოიქეცითო

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას მთელი სამყარო ითხოვდა და არავის გაჰკვირვებია, საქართველოსაც ვიღაცამ უთხრა, რომ თქვენც ასე მოიქეცითო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს“, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო“.

„აქამდე საუბარი იმაზე იყო, როგორ გვითრევდნენ ომში, ცეცხლის გახსნას როგორ ითხოვდნენ. თურმე, სანქციების დაწესებას გვთხოვდნენ. ამის შესახებ მთელ სამყაროში საჯაროდ ამბობდნენ და ეს ვინმეს პაპუაშვილისთვის რომ ეთქვა, გასაკვირი რატომ არის? – ხელისუფლება მეორე ფრონტის გახსნას ისე განმარტავს, როგორც არცერთ ლექსიკონში აქამდე არ წამიკითხავს. ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც ადრე გვაწვდიდნენ, როგორც ომში ჩათრევის მცდელობას. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომელზეც იმ პერიოდში ძაღლი და კატა საუბრობდა – ვიღაც სანქციას აწესებდა, ვიღაც – არა. ვინმეს საქართველოსთვის რომ ერჩია, შენც ასე მოიქეციო, ამაში რა არის გასაკვირი? რომ არ დაგვეწესებინა, რით იმუქრებოდნენ, ამის მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics