08:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-28 12:57:39, 562 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - მჯერა, რომ პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ციხეში ტყვეებად ყოფნა

განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

ის თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესს ესწრება.

როგორც მელია განმარტავს, პოლიტპატიმრებს ციხეში გამოკეტვა დიდი ხნით არ მოუწევთ.

„ტრაგედიაა, როცა ასეთ ნიჭიერ, პერსპექტიულ, ენერგიით სავსე თვითმყოფადი ახალგაზრდები უკვე თვეების განმავლობაში არაფრის გამო არიან გამოკეტილი იქ, სადაც არ უნდა იყვნენ, მაშინ, როცა რეალური დამნაშავეები ამ ქვეყანას მართავენ, მაგრამ ეს დროებითი მოცემულობაა. ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ ვართ სოლიდარულები, მათ შორის, განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით. ადამიანი უბრალოდ საკუთარ თავს, ღირსებას, ამ ქვეყნის ინტერესს იცავდა. მჯერა, რომ მომავლის გადმოსახედიდან, მიუხედავად ამ უსამართლობისა, ის და მისი ოჯახი იამაყებს. მჯერა, რომ პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ციხეში ტყვეებად ყოფნა",- განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics