15:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 19:28:16, 647 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მექსიკისა და კანადის მიმართ ტარიფები შევა ძალაში, ხოლო ჩინეთისთვის კიდევ 10%-ით გაიზრდება

4 მარტს მექსიკისა და კანადის მიმართ ტარიფები შევა ძალაში, ხოლო ჩინეთისთვის კიდევ 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, წერს თავის Truth Social-ის პირად გვერდზე.

„ნარკოტიკები კვლავ შემოედინება ჩვენს ქვეყანაში მექსიკიდან და კანადიდან ძალიან მაღალ და მიუღებელ დონეზე. ამ ნარკოტიკების დიდი ნაწილი, მათ შორის უმეტესობა, ფენტანილის სახით, მზადდება და მარაგდება ჩინეთის მიერ…

არ შეგვიძლია ამ უბედურებას საშუალება მივცეთ, რომ გააგრძელოს აშშ-ის დაზიანება, და შესაბამისად, სანამ ის არ შეჩერდება ან სერიოზულად არ შეიზღუდება, შემოთავაზებული ტარიფები, რომელთა ძალაში შესვლა 4 მარტს არის დაგეგმილი, ძალაში შევა, როგორც დაგეგმილია. ჩინეთს ასევე დაეკისრება დამატებითი 10%-იანი ტარიფი იმავე თარიღიდან“, - წერს ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics