15:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 09:24:03, 594 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონსა და ფრიდრიხ მერცს შორის პარიზში შეხვედრა გაიმართა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) - კანცლერობის კანდიდატის, ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

"ძვირფასო ემანუელ მაკრონო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის და გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ნდობისთვის. ერთად ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ევროპისთვის დიდ წარმატებას მიაღწიონ", - წერს კონსერვატორი პოლიტიკოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელისეს სასახლეში გამართული სამსაათიანი საუბრის შემდეგ, ორივე პოლიტიკოსმა გამოავლინა სურვილი გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობებში ახალი თავი დაიწყონ.

„მოლაპარაკებები წარიმართა განსაკუთრებულად მეგობრულ ატმოსფეროში, მიღწეულია დიდი შეთანხმება რიგ საკითხებზე და ნაპოვნია მრავალი საწყისი წერტილი ერთობლივი ინიციატივებისთვის“, - აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics