12:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 21:01:41, 388 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მიმართა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესონ

ევროკომისარმა მიგრაციის, შიდა საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამპოლუსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე მიმართა.

ამის შესახებ ავრამოპულოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამბავი პოზიტიურია, თუმცა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დეკემბერში დადებითი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

„კომისიამ დღეს წარმოადგინა წინადადება, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის გაუქმება განხორციელდეს. შესაბამისად, საქართველო შევა იმ ქვეყანათა რიცხვში, რომელთა მოქალაქეებსაც ეძლევათ შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში ვიზის გარეშე შევიდნენ. ეს რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი და სიურპრიზი, ვინაიდან გასული წლის დეკემბერში დადებითი შეფასება მოჰყვა საქართველოს მიერ წარმართულ საქმიანობას. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა ყველა კრიტერიუმი შეასრულა და შესაბამისად, გაწეული საქმიანობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღწევა. ახლა ეს წინადადება გადაეცემა ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტს, რომლებიც ვიმედოვნებ, მალე დაამტკიცებენ და მიიღებენ ამ წინადადებას“, - განაცხადა ავრამოპულოსმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics