20:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-24 17:49:12, 474 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის ოფისთან თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

სახალხო დამცველის ოფისთან თემურ ქათამაძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილები, ომბუდსმენს მოუწოდებენ, თემურ ქათამაძის საქმით დაინტერესდეს, რომელიც პროტესტის ნიშნად უკვე 39-ე დღეა შიმშილობს.

პარალელურად, ამ დროისთვის, ლევან იოსელიანის პირველ მოადგილესა და სტუდენტების ნაწილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ომბუდსმენის ოფისთან შეკრებილ სტუდენტებს სოლიდარობის ნიშნად საქართველოს დროშები და პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება თემურ ქათამაძეს!“, „თემური საქართველოს უყვარს“.

თემურ ქათამაძე 16 იანვრიდან იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics