|
2025-02-24 16:42:03, 475 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში რუსული პროპაგანდისტული მედია SPUTNIK დაიხურა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული მედია Sputnik Azerbaijan დაიხურა. "როსია სეგოდნიას(სპუტნიკი) წარმომადგენლობა აზერბაიჯანში დახურულია". – თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. წარმომადგენლის განმარტებით, მედია არ აკრძალულა აზერბაიჯანში, მას შეუძლია მიიღოს აკრედიტაცია ერთი ჟურნალისტისთვის. სპუტნიკი რუსული პროპაგანდისტული მედიაა, რომელიც 2013 წელს ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. მედიის ხელმძღვანელები ცნობილი კრემლის პროპაგანდისტები მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისილიოვი არიან. ცოტა ხნით ადრე ბაქოში რუსული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი "რუსული სახლი" დაიხურა. აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თითქმის დადასტურდა, რომ Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო სისტემა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)