18:16 - 04 Jul, 2026
|
2025-02-24 08:49:11, 409 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, დღეს კიევში 13 ქვეყნის ლიდერები ჩავლენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით 24 თებერვალს, კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ევროპელი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია... ჩვენი პლატფორმა "უკრაინა - სკანდინავია-ბალტიისპირეთი", ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან", - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, მოხდება „მტკიცე გადაწყვეტილებების“ მიღება. ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)