|
2016-03-09 16:25:02, 528 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: „ნაციონალები“ თავიანთ გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია
„ნაციონალები“ თავიანთ გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია“, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაისახა, ახლანდელ ხელისუფლებას ბრალდება. „ის, რასაც ხალხი ვერ ხედავდა, ან ხმას ვერ იღებდა შიშის გამო, გამჟღავნდა და გამოჩნდა ახლა. ბევრი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩაისახა, ბრალდება ახლანდელ ხელისუფლებას. ჩვენ ახლა დემოკრატიის მშენებლობის იმ სტადიაზე ვართ, როცა შავ სამუშაოებს ვასრულებთ. სამშენებლო ნაგავი უნდა გავიტანოთ და საძირკველის გამყარება დავიწყოთ აუცილებლად. ამ დროს, ეს ადამიანები არა მარტო ხელს გვიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ საწყენია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს მოუსმინეს. მინისტრმა დეპუტატებს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)