|
2025-02-21 16:48:31, 526 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - უცხოელი პოლიტიკოსების ჯგუფმა აირჩია არ აღიაროს საქართველოს არჩევნები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურად პლურალურ გარემოში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რამაც უზრუნველყო გამჭვირვალობა და არჩევნები იმაზე ბევრად კარგად იყო ორგანიზებული, ვიდრე მანამდე ჩატარებული ყველა არჩევნები, უცხოელი პოლიტიკოსების გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, რომელიც აქ იმყოფება, აირჩია არ აღიაროს არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკოსები ავრცელებენ სრულად გადაუმოწმებელ ბრალდებებს და დეზინფორმაციას. „ევროპარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, დაადანაშაულა, ვახდენ მის ციტირებას, რომ „ეუთო/ოდირი იმყოფება ტოტალიტარული რეჟიმის გავლენის ქვეშ, რომელიც არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაინტერესებული“. ასეთი განცხადებების მიზანი არა მხოლოდ ეუთო-ს რეპუტაციის ძირის გამოთხრაა, არამედ ხაზს უსვამს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის მიმართ უპატივცემულობას. ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ზეწოლის გამო, რაც გარკვეულმა უცხოურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეუთო/ოდირის მისიის მიმართ განახორციელა და ასევე ამ პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და გამოიჩინონ მათი სუვერენული უფლებების მიმართ ურყევი ვალდებულება. არ არსებობს სანდო საერთაშორისო ორგანიზაციიდან არცერთი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. მან ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს მიმართა, რომელმაც კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებული უწოდა. „ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით საუბრის დროს, ასევე დაგმობდით ფარსს ე.წ. არჩევნებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში“, - მიმართა სამხარაძემ ამერიკელ კონგრესმენს.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)