23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 20:26:32, 558 ნახვა

სამართალი
ტვ პირველის ოპერატორი 2500 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და  2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება სანქცირებულმა მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

„კიდევ გავიმეორებ, არ დავუტოვებ საბრძოლველს რუსთაველზე. მშვიდობა საქართველოს. მარად და ყველგან იქნება ჩემთვის უპირველესი საქართველო. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. გავასაჩივრებ. ამ პოლიციელებს კიდევ ვატარებ. მოსამართლეს გამოვააშკარავებ და ვანახებ ყველას, რომ ეს ადამიანები ცრუობენ. მოვა მათი პასუხისმგებლობის დროც.

რაც შეეხება მოწმე პოლიციელებს, მეორე რომელიც შემოვიდა, ჩემი დამკავებელი კი არა, საერთოდ იქ არც ყოფილა. ის ადამიანი მე რუსთაველზე დავინახე, სამოქალაქო ფორმით დადიოდა რუსთაველის გამზირზე. მანქანაში პირველი მოწმე, კი ბატონო. თვალები დასამახსოვრებელი აქვს და მეჯდა გვერდით.

თუ ეს ადამიანები ასეთი მართლები იყვნენ, მანქანაშიც არ ჩამოუხსნიათ ნიღბები. როდესაც გაიგეს, რომ მე ვიყავი "ტვ პირველის" ოპერატორი, იმ წამიდან ლაპარაკიც კი შეწყვიტეს, რომ შემდეგ ხმითაც არ ამომეცნო ეს ადამიანები.

შეწყვიტეს საუბარი, მიმიყვანეს პოლიციაში, დამსვეს კამერების წინ. ლამის ყავაც კი მომიდუღეს. წყალი ხომ არ გინდა, სიგარეტს ხომ არ მოწევ. მე მაგათი წყალი არ დამილევია, სიგარეტიც ჩემი მოვწიე. შემდეგ ვიჯექი კამერების ქვეშ და ზაზა უფროსი გასცემდა მითითებებს, პოლიციის ფორმები ჩაიცვითო.

ამ დროს "ტვ პირველის" ეთერში ვხედავდი, როგორ რეკავდნენ იურისტები იმ განყოფილებაში, სადაც ვიჯექი, მაგრამ ესენი იტყუებოდნენ უსინდისოდ, რომ მე იქ არ ვიყავი. კი, მე იქ ვიყავი. უბრალოდ ამ დარეკვის შემდეგ, მიმსვეს კუთხეში, რომ არ დავენახე კამერებს და ჩააცვეს შემდეგ ფორმები.

დარწმუნებული ვარ, მე რომ ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა არ მქონოდა და სამოქალაქო აქტივისტი ვყოფილიყავი, გადამაყლაპებდნენ იმ პლაკატს. სპეციალურად დავიწყე კივილი თავიდანვე იმის, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი ვიყავი. ამის მერე დაიბნენ ეს ადამიანები.

პოლიციელებმა მითხრეს, რომ სთორზე მოგისწრია დადებაო. ანუ, პოლიციელებს ნანახი ჰქონდათ ჩემი სთორი, ბოლომდე გადამაკონტროლეს. დამიკონკრეტეს, რომ ადვილი ამოსაცნობი ხარ და სხვა დროსაც ადვილად ამოგიცნობთ ამითო. დროშაზეა საუბარი. მე ვუთხარი, აწი ვეცდები, როგორც კალაძემ თქვა, სწრაფ-სწრაფად გამოვიცვალო, რომ მერე ვერ მიცნონ, იქ რომ გავივლი. ამის შემდეგ ისევ მივალ აქციაზე. ოღონდ მანქანამდე ლაივით უნდა ვიარო

2 500 ლარით განმისაზღვრა ჯარიმა სანქცირებულმა მოსამართლემ. სასაცილოა. ადამიანი, რომელსაც ქვეყნიდან გასვლა არ შეუძლია, მე მაჯარიმებს. სასაცილოა, ვცხოვრობთ ქვეყანაში, ვინც პასუხს უნდა აგებდეს, ის პასუხისმგებლობას მაკისრებს მე. არ ვაპირებ, რომ გავჩუმდე, ჩემი საქმიანობა შევწყვიტო. ამ ადამიანების მიზანი იყო ჩემი დაშინება, თუმცა ბოდიში, ვერ მივართვი. ცეცხლი ოლიგარქიას.“ - განაცხადა ლაშა ჯაოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics