21:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 10:17:39, 411 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ზელენსკის “მძიანარა“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს საკმაოდ უხეშად მოექცნენ კიევში ბოლო ვიზიტის დროს, როდესაც უკრაინამ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.

„სკოტ ბესენტი რეალურად წავიდა იქ და მას საკმაოდ უხეშად მოექცნენ, რადგან ფაქტობრივად, მათ უთხრეს არა და რომ ზელენსკის ეძინა და ვერ შეხვდებოდა. მან ბევრი საათი იმგზავრა მატარებლით, რაც სახიფათო მგზავრობაა და ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსთა მინისტრზე. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წავიდა და იქ რომ მივიდა ცარიელი დაბრუნდა. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს“, - განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა გარიგება აღადგინოს, ტრამპმა უპასუხა: ”დიახ, ვფიქრობ, რომ აღვადგენ ამ შეთანხმებას, თქვენ იცით, ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მე ვაპირებ მის განახლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას [ვოლოდიმირ ზელენსკის] რაღაცები არცთუ ძალიან გაახარებს. აი ნახეთ, არჩევნების დროა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან კიდევ გაიმეორა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილი დახმარება უგზო-უკვლოდ არის დახარჯული.

„მინდა გავარკვიო მთელი ის თანხა, რასაც ჩვენ უკრაინაში ვაგზავნით. სად არის?” - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics