23:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 14:21:35, 821 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე: სოციალური გაზის შესასყიდი ფასი შემცირდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე  ბუნებრივ აირის  შესასყიდ ფასებზე  მოკლედ ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „სოკარიდან“ შესასყიდი  სოციალური გაზის ფასი შემცირდება, რაც მისცემთ შესაძლებლობას, კურსთა სხვაობის გამო ენერგეტიკაში  არსებული ზარალი დააბალანსონ. კალაძე კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ფასს არ ასახელებს.

„სოციალური გაზის ფასი  იქნება შემცირებული, თუმცა თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ეს  კომერციული საიდუმლოებაა. წლების წინ იქნა ეს ხელშეკრულება გაფორმებული და  არ მაქვს უფლება, ვისაუბრო, თუმცა გაცილებით შემცირებულია ფასები და ნაწილობრივ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ამ კურსთა სხვაობის გამო ზარალი ენერგეტიკაში  ნაწილობრივ დავაბალანსოთ. კომერციული ობიექტებისთვის, გაზგასამართი სადგურებისთვის 35-40 დოლარით მოხდება შემცირება ბუნებრივი აირის გასაყიდი ფასისა“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics