23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 16:02:55, 501 ნახვა

სამართალი
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილია 1 565,4 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

„კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა ოქროს ნივთები მალულად შემოეტანა (აღნიშნული ნაკეთობები წინასწარ დამზადებულ მუყაოსა და პლასტმასის ყუთებში, წებოვანი ლენტით იყო შეფუთული). არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 240 461,09 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics