|
2025-02-19 10:17:36, 456 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში დრონებით შეტევა იყო
19 თებერვალს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის იმ რაიონში სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები დრონებით დარტყმის შედეგად სულ მცირე ორი აფეთქების და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ. ღამის ოთხი საათისთვის სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „კიევის რეჟიმმა“ შეუტია სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ტერიტორიაზე ოპერატიული და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. გუბერნატორის თანახმად, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა. ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში 8,9 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის მარტშიც. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)