16:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 17:00:51, 558 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცა

ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მილოცვა. წერილი დათარიღებულია 11 თებერვლით.

"მსურს მოგილოცოთ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში." - წერს ყაველაშვილი წერილში, როგორც ეს ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ნათქვამი.

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაველაშვილმა "მადლობა გადაუხადა ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც მან ადრე მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით".

"ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებულ გრძელვადიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი ხალხების თანამშრომლობის და ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი." - ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ეწერა ყაველაშვილის წერილში.

გასულ დღეებში ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. 2020 წლის საპროტესტო ტალღის შემდეგ ლუკაშენკომ ქვეყანაში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია გაანადგურა, მას არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics