|
2025-02-18 10:47:00, 378 ნახვა
მსოფლიო
აშშ-სთან მოლაპარაკებების წინ რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა
აშშ-სთან მოლაპარაკებების წინ, რუსეთმა ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. New York Times-ის ცნობით, რუსეთმა 28 წლის ამერიკელი, კალობ ბაიერს უეინი გაათავისუფლა, რომელიც 7 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში მცირე ოდენობით მარიხუანას გადატანის ბრალდებით დააკავეს. უეინის ადვოკატების განცხადებით, გაცვლა არ მომხდარა და რუსეთმა იგი უპირობოდ გაათავისუფლა. დღეს, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს. შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთმა, გაცვლის შედეგად, 61 წლის ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი გაათავისუფლა, რომელიც რუსეთში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული. ფოგელს მარიხუანას გადატანისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მარკ ფოგელის სანაცვლოდ აშშ-მა ალექსანდრე ვინნიკი გაათავისუფლა, რომელიც კრიპტოვალუტის ბირჟის გამოყენებით ფულის გათეთრების ბრალდებით იყო დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)