|
2025-02-17 19:35:57, 472 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი მიმდინარეობს
პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით გამართულ შეხვედრაში ევროპელი ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ემანუელ მაკრონის გარდა, სამიტში მონაწილეობას იღებენ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის დაწყებამდე ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან,დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)