23:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 17:44:58, 505 ნახვა

სამართალი
საია - ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებმა, 19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, 525-ზე მეტ პირს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება, 275 ადამიანი მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს საპროტესტო აქციებზე დაკავებული, დაზარალებული და დაჯარიმებული პირების უფლებების დაცვას.

19 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქსელის ცხელ ხაზზე 626 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მათ შორის 438 ადამიანი დააკავეს.

ქსელის ადვოკატებმა 525-ზე მეტ პირს გაუწიეს სამართლებრივი დახმარება, 275 ადამიანი მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორში და სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics