|
2025-02-15 16:45:11, 685 ნახვა
საზოგადოება
ნატო ჩხეიძე - „მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს
„მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს, როგორ ჩათვლის საჭიროდ, რა შუაშია გვარამია? ეგ ხომ პოლიტიკოსია, პარტიის თანათავმჯდომარე, პოლიტიკოსის რა საქმეა „მთავარი არხის“ საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში, არადა, არის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჩხეიძე აღნიშნავს, გვარამიას აქამდე ივანიშვილი ეხმარებოდა, გვარამიამ კი „ჩაუფლავა ნაღვაწი“. „მთავარი თუ არ ექნება გვარამიას, ვის რაში უნდა მაგის პოლიტიკოსობა? მით უფრო ივანიშვილი რაღაში დაისაჭიროებს? აქამდე ეხმარებოდა ივანიშვილი გვარამიას: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ვალს არ სთხოვს, საგადასახადო სამსახური არ ამოწმებს, საბაჟო, ეროვნული ბანკი და პროკურატურა თვალს ხუჭავს დარღვევებსა და დანაშაულებებზე. საქართველოს ბანკს სასათბურე პირობებში ჰყავს. ახალს გავხსიო, რომ იძახის, სინამდვილეში ივანიშვილს აგონებს, – ცოტა მაცალე, ცოტა კიდევ მაცალე, დამახმარე შენი საქართველოს ბანკი და ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხს, დემოკრატიის საჩვენებლად და ორთქლის გამოსაშვებად. ცოტა კიდევ მაცალე, კაცი არა ხარო, – ამას ეაჯება ახლა გვარამია ივანიშვილს. ვნახოთ, ვინ, ვის, რას აცლის და როგორ…“, – წერს ჩხეიძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)