19:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 19:41:32, 530 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - საფრანგეთის მინისტრთან შეხვედრა საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპულ მომავალს შეეხო

"საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრ ბენჟამინ ჰადადთან შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო."- წერს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საჭიროა მკაფიო ზომების მიღება, მათ შორის პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, დემოკრატიულ გარემოში ახალი არჩევნების ჩატარება და რეგიონული უსაფრთხოების დაცვა რუსული გავლენებისგან.

"საფრანგეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში - ბენჟამინ ჰადადთან შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო. 

პრეზიდენტ მაკრონის ლიდერობა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ძალისხმევის მობილიზებისას საქართველოსთან მიმართებით. მე ღრმად ვაფასებ მის ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული გზისადმი. ის მტკიცედ დგას დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოში არსებული კრიზისის მოგვარებაში.

ახლა მკაფიო ზომების მიღებაა საჭირო პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, დემოკრატიულ პირობებში ახალი არჩევნების ჩასატარებლად და რუსული გავლენებისგან რეგიონული უსაფრთხოების დასაცავად."- წერს გახარია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics