00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 15:24:05, 586 ნახვა

საზოგადოება
ნინო ლომჯარია - ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს

ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ 15 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები.

„მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რეალურად, ამ ცვლილებებით შეიძლება ითქვას, რომ შეკრების და გამოხატვის უფლებების მნიშვნელოვანი ასპექტები აიკრძალა. თუმცა, ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ყველა ამ ქმედების მიზეზი არის ტერორი, საზოგადოება შეშინდეს და არ ჰქონდეთ სურვილი ისარგებლონ კონსტიტუციური და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთსულოვნება, სოლიდარობა, ერთობა.
 

ხვალ ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, სოლიდარობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics