|
2015-01-07 15:15:20, 2958 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ის პრობლემები, რაც პატრიარქმა ეპისტოლეში წამოჭრა, ყურადსაღები და გასათვალისწინებელია
თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პრობლემები, რაც პატრიარქმა ეპისტოლეში წამოჭრა, ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა ოჯახი იყოს ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერი, რათა ის პრობლემები, რაზეც პატრიარქის ეპისტოლეშია საუბარი, აღმოიფხვრას. „პატრიარქის ეპისტოლე ყურადსაღებია და მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ერთი ადამიანი ოჯახში მეორის მიმართ შეცდომას უშვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანმაც შეცდომის ნიადაგზე აგრესიით უპასუხოს. ოჯახში ეს პრობლემები, რაც პატრიარქმა ახსენა, რა თქმა უნდა, ძირითადად სოციალური სიდუღჭირით არის გამოწვეული. სწორედ ამის მიმართ მუშაობს თბილისის მერია, რათა იმ პროგრამებში, რომელიც სოციალური მიმართულებით არის დანერგილი, ყველა ადამიანი ჩაერთოს და საერთო ჯამში აღარ იყოს ის პრობლემები, რაც პატრიარქმა ახსენა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)