|
2025-02-13 13:39:55, 388 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ლემონჯავა - მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები
მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის და მონაწილეობს დემონსტრაციებში, არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის”, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს სისტემაში ბზარი, სისუსტე, რომელიც უნდა გამოიყენონ. „მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და მონაწილეობს დემონსტრაციებში, არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები და გაასაჩივრეთ, რადგან არსებობს სისტემაში ბზარი, სისუსტე, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანის შესაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული რეჟიმისთვის”,- აღნიშნა ლემოჯავამ. ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის,“ ერთ-ერთმა წევრმა, მარიკა არევაძემ წარადგინა იურიდიული უზრუნველყოფის მექანიზმი, რომლითაც ისინი მოქალაქეებს დაეხმარებიან. „ვხედავთ, რომ სისტემა გაიჭედა ამდენი უსაფუძვლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეებით და ამაზე უთითებს კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებებიც, რომელიც ე.წ. შსს-ს ანიჭებს უფლებას ადგილზევე მოახდინოს საჯარიმო ოქმის შედგენა. გადატვირთული ე.წ შსს და სასამართლო ნიშნავს, რომ სისტემას უკვე უჭირს და შესაძლებელია ამ კანონის ისე გამოყენება, რომ სისტემა მეტად გაიჭედოს. „კოალიცია ცვლილების“/ახალის ადამიანის უფლებათა ოფისი“ მუდმივად არის მოქალაქეების გვერდით. ოფისი აკეთებს მუდმივ მონიტორინგს, ამზადებს ანგარიშებს და აწვდის საერთაშორისო პარტნიორებს, ახდენს რეჟიმის პატიმრების კომუნიკაციას დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. გარდა ამისა ჩვენი ოფისი, დანარჩენ სამ ოპოზიციურ ძალასთან ერთად ჩართულია ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. შექმნილი გვაქვს გაერთიანებული ოპოზიციის ცხელი ხაზი, სადაც ასზე მეტმა მოქალაქემ უკვე მიიღო საჭირო დახმარება. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. „კოალიცია ცვლილების“ ადამიანის უფლებათა ოფისი ამ ეტაპზე მოქალაქეებს სთავაზობს საჩივრის მარტივ ნიმუშს, რომლითაც ადამიანები დამოუკიდებლადაც შეძლებენ საჯარიმო ოქმების გასაჩივრებას. აღნიშნული ნიმუში განთავსდება კოალიციის გვერდზე. ამასთან, ჩვენ მზად ვართ თითოეულ მოქალაქეს ვუპასუხოთ ყველა დამატებით კითხვაზე“, - განაცხადა არევაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)