|
2025-02-13 12:05:06, 369 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისიას შედეგი აუცილებლად ექნება, ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს
„ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიცია უკვე დიდი ხანია აღარ ჰქვია. ის არის სახელმწიფოს ოპოზიციაში. შესაბამისად, საგამოძიებო კომისიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი – როგორც გერმანიას თავის დროზე ნიურნბერგის პროცესმა ჩამოაცილა ნაციონალ-სოციალისტური, ფაშისტური პარტია, რის შემდეგაც ამოისუნთქა გერმანიამ და დაიწყო ნორმალური განვითარება, ასე უნდა მოხდეს ჩვენს შემთხვევაშიც”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება და „ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება. „არამარტო „ქართული ოცნება”, „ხალხის ძალა”, ან ჩვენი მომხრეები, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეებიც კი იმას აღნიშნავენ, თუ რით ვერ დასრულდა კოლექტიური ნაცმოძრაობის ბოგინი ქვეყანაში. არადა, ვერ დასრულდება, სანამ სამართლებრივად იარსებებს ეს პარტია. კოლექტიური ნაცმოძრაობა არათუ სხვა პარტიებს, მათგან გასულ პარტიებსაც კი არ აძლევს განვითარების საშუალებას. მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები მოსაძებნიც არ არის – საერთაშორისო სასამართლოებშია ისეთი დასკვნები მიღებული, რომ მხოლოდ ისინია საკმარისი, ეს პარტია რომ გააუქმო, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია. ამ კომისიის მუშაობის შედეგი აუცილებლად დადგება – ხალხი პროცესითაც ისიამოვნებს – მათ გავახსენებთ ბევრ რამეს, რაც ნაცმოძრაობას გაუკეთებია, შემდეგ კი „ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, ქართულ პოლიტიკას სამართლებრივად ჩამოშორდება”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)