01:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 11:46:11, 538 ნახვა

საზოგადოება
აფგან მუხთარლი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისისან 2017 წელს გაიტაცეს, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს.

"მოვითხოვ ჩემი ქართველი კოლეგის, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ გამომცემლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჟურნალისტის სიცოცხლე, რომელიც უკვე 32 დღეა შიმშილობს, სერიოზული საფრთხის ქვეშაა. ივანიშვილის რეჟიმმა პატივი უნდა სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ჟურნალისტები დევნის ობიექტები არ უნდა გახდნენ", - წერს მუხთარლი სოციალურ ქსელში.

მზია ამაღლობელი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს. 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. ის წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 

მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics