|
2025-02-13 11:37:35, 384 ნახვა
მსოფლიო
ილონ მასკი - აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება
აშშ-ის ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება გვჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ხალხის მმართველობის, დემოკრატიის ნაცვლად ბიუროკრატიის მმართველობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენ მთელი სააგენტოების გაუქმება გვჭირდება და არა ბევრი მათგანის დატოვება. თუ ჩვენ სარეველას ფესვებს არ ამოვთხრით, მაშინ სარეველა კვლავ ადვილად ამოვა“, - განაცხადა ილონ მასკმა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნაკლებად დაინტერესებულია“. „USAID-ს დიდი ყურადღება დაეთმო, მაგრამ ასევე, არსებობს „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) და მე ვამბობ, რა დემოკრატიას მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?“ - აღნიშნა ილონ მასკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)