|
2016-03-08 16:33:42, 470 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „მეტი ქალი პარლამენტში“ მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საკანონმდებლო ორგანოში ქალთა გენდერული კვოტირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები სიტყვით გამოდიან და საზოგადოებას მიმართავენ. აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის კიბეებთან გამოფენილი აქვთ პლასტსმასის კონტეინერები, სადაც დეპუტატი მამაკაცების ფოტოებია გამოფენილი. აქციაზე მყოფმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამნენტში ქალთა ხმების სიმცირეა, რაც უსამართლოა. მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიაში 30%-იან კვოტას ამკვიდრებენ და ამით მაგალითს მისცემენ სხვა პარტიებს. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა. იმიტომ, რომ ქალთა ხმა პოლიტიკაში ძლიერი ქალების მონაწილეობით რომ უნდა გაიზარდოს ყველა ვთანხმდებით. საქართველოს პარლამენტში ქალთა ხმების სიმცირეა, რაც უსამართლოა. ჩვენ - „თავისუფალი დემოკრატები“ მაგალითს ვაძლევთ სხვა პარტიებს და ჩვენ პარტიაში ვამკვიდრებთ 30%-იან კვოტას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ცნობისთვის, „არც მოძღვარი და არც ქმარი, თავის ბედს წყვეტს თვითონ ქალი“, - ამ შეძახილებით, სტვენით და ტრანსფარატნეტბით ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასშსეუერთდნენ. აქციაზე იმყოფებიან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და საზოგადოების ცნობილი სახეები. აქციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)