04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 20:31:52, 546 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი ახლობლები და კოლეგები შეუერთდნენ

დღეს უწყვეტი პროტესტის 72-ე დღეა.  

პარასკევის ტრადიციული თავისუფლების მარში დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები, მხარდაჭერები და რიგითი მოქალაქეები პატიმრების, სოლიდარობის ნიშნად და მათი გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობას მართავენ. უცვლელი რჩება პროტესტის ასევე მთავარი მოთხოვნა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაიძრა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტ პროტესტს შეუერთდება. მთავარ გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ,მზია ამაღლობელის მხარდამჭერებიც, რომლებმაც მთავრობის სახლიდან პარლამენტის შენობისკენ გადმოინაცვლეს, 

"ბათუმელების" რედაქტორმა, ეთერ თურაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს ირაკლი კობახიძეს და ესაუბროს მზია ამაღლობელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და  სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

"მე მზად ვარ, შევხვდე ირაკლი კობახიძეს და ვესაუბრო მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ, რათა სწორედ მან გამოთქვა სურვილი რომ შეგვხვდეს. აქედან გამომდინარე ვთავაზობ მას შეხვდეს ბათუმელების რედაქციას ან თუნდაც მარტო მე და გვესაუბროს იმაზე, რას აპირებს ხელისუფლება, რადგან მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე არის კრიტიკული." - განაცხადა ეთერ თურაძემ.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მთავრობის სახლთან მიმდინარეობდა, ამ წუთებში კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. მოთხოვნა უცვლელია გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics