|
2025-02-04 11:54:44, 456 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო
9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ. პროტესტმა მოგვიანებით პარლამენტის გვერდით, 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლა. როდესაც მედიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, პოლიციამ მათ გადაადგილება შეუზღუდა. ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ისინი გზის გადაკეტვას არ აპირებდნენ და პროტესტის გაგრძელება უნდოდათ, ამის შემდეგ პოლიციამ მათ ტროტუარზე გადაადგილების ნებართვა დართო, თუმცა, ვითარება რამდენიმე წუთში შეიცვალა, პოლიციამ ჟურნალისტებს ტროტუარზე დგომის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანა. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი პარლამენტის მთელ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები არიან, როგორც გვერდითა ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკან მდებარე სკვერში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)