|
2016-03-07 15:58:52, 658 ნახვა
საზოგადოება
ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროში" მივიდა
ტელეკომპანია "მაესტროს" ახლადდანიშნული გენერალური დირექტორი "მაესტროში ამ წუთებში მივიდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, არხი გენდირექტორს ბაია გადაბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა და მის შემცვლელად არხის თანამფლობელის გია გაჩეჩილაძის ძმა ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა. ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიაში უკვე შევიდა, სავარაუდოდ ის ბაია გადაბაძეს ხვდება. გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთანაც აპირებს საუბარს. შეგახსენებთ, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობას არ აპირებენ. ამასთან ტელეკომპანიის თანამესაკუთრის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ტელეკომპანიის ამ შენობაში შესვლა მხოლოდ სტუმრის სტატუსით შეუძლია. უფლებამოსილების განხორციელება კი სხვა შენობაში მოუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)