17:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 14:07:33, 564 ნახვა

მსოფლიო
CBS News - ტრამპის ადმინისტრაცია FBI-ის მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან გადადგომას ან პენსიაზე გასვლას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია „ეფბიაის“ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის ზოგიერთი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა, ასევე არიან ეროვნული უსაფრთხოების, კრიმინალური და კიბერსაკითხებზე პასუხისმგებელი პირები.

მაღალჩინოსანთა გათავისუფლებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატმა, კეშ პატელმა სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე მოსმენაზე ჩვენება მისცა.

„არასდროს გავაკეთებ რაიმე არაკონსტიტუციურს ან უკანონოს, არც არასდროს გამიკეთებია,“ – განაცხადა კეშ პატელმა და დასძინა, რომ „ყოველთვის დაემორჩილება კანონს“.

CBS News – ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ მსგავსი მოთხოვნები გასულ კვირას იუსტიციის დეპარტამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიმინალური განყოფილების თანამდებობის პირებს წაუყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics