19:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 12:05:10, 450 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ საერთო გლობალური გამოწვევების გადაჭრის, მათ შორის საზღვრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

“მდივანმა რუბიომ კანადა ჩინეთის უსამართლო ეკონომიკური პრაქტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შეაქო. ასევე, მდივანმა და მინისტრმა ჯოლიმ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, უკრაინაში მიმდინარე ომი და ჰაიტიზე არსებული ვითარება განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics