|
2016-03-07 11:46:30, 603 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების ოფისის გახსნის შემდეგ, სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეფექტიანი გახდა. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის კუთხით არსებული სერვისებით. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების, სასაკლაოების, სავაჭრო ობიექტების და აგრარული ბაზრების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ. რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მასშტაბი. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისების გაძლიერება და გამართულად მუშაობა, მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)